ახალი ამბები
ახალსოფელში პოლიციელს სახეზე უკბინეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში პოლიციელები და ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ფაქტთან დაკავშირებით, სამი პირი დააკავეს.

შემთხვევა ძველით ახალ წელს გვიან ღამით მოხდა.

დაკავებულები არიან ახალსოფლის მკვიდრნი, - კახა წკრიალაშვილი, ლევან ონეზაშვილი და ვლადიმერ ვართუმაშვილი. მათ ბრალი, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით, წაუყენეს.

დაკავებისას პოლიციის თანამშრომელს ნუგზარ საათაშვილს სახეზე უკბინეს. ,,გორმედის" ექიმის მერაბ მაისურაძის თქმით, ესპერტიზა დაზიანების ხარისხს დაადგენს.

ფოტოზე: გორის შს სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის, ნუგზარ საათაშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები