ახალი ამბები
გორის საკრებულოს პოზიციამ და ოპოზიციამ ფრაქციებში თანამდებობები გადაინაწილა
დღეს, გორის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქციების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების კანდიდატურები დაამტკიცეს. პარალელურად, თანამდებობრივი სარგოების შესახებ არსებულ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს.

ფრაქციის თავმჯდომარეებს ხელფასები 1755 ლარის ოდენობით დაენიშნა, მათი მოადგილეების პოსტი კი, - ანაზღაურების გარეშეა.

ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" - თავმჯდომარემა მიხეილ გოგინაშვილმა მოადგილეებად  ასმათ ტალახაძე და ირაკლი ჯალაბაძე წარადგინა.

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ბექა ქორჩილავამ მოადგილედ ვასილისა ჯაბახიძე წარადგინა.

ფრაქცია ,,ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარემ ზაქარია მებადურმა მოადგილედ  მიხეილ გოგებაშვილი წარადგინა.

ფრაქცია ,,ქართული ოცნება - კონსერვატორების" თავმჯდომარემ თამარ მურალოვმა მოადგილედ - ილია ვარდანაშვილი წარადგინა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები