ახალი ამბები
გორში გაუქმებული ა(ა)იპ-ებიდან 1,3 მლნ ლარი გამოთავისუფლდა
ქალაქისა და გორის მუნიციპალიტეტის თემის გაერთიანების შემდეგ, გორის მერიამ რამდენიმე ორგანიზაცია გააუქმა. მათი ბიუჯეტის საერთო რაოდენობა 13,4 მლნ ლარს აღწევდა.

გაუქმებულ ორგანიზაციებში, ქალაქის ყოფილი მერიისა და ყოფილი გამგეობის მიერ დაფუძნებული არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირები (ააიპ) შედიან. მასში დასაქმებული უშტატო თანამშრომლების ანაზღაურება ჯამში 480 000 ლარი იყო.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე 13,4 მლნ ლარი, გაერთიანების შემდეგ შექმნილ, ახალ ააიპ-ებისთვის გადაანაწილეს. ნაშთის სახით კი, 1,3 მლნ ლარი დარჩა.

ასე მაგალითად, 13,4 მლნ ლარიდან შემდეგი ოდენობის თანხა შეხვდა ახალ ,,ააიპ"-ებს:

,,კეთილმოწყობის მართვის სააგენტოს"  შეხვდა 2 მლნ 386 500 ლარი.

საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს - 5 მლნ 853 700 ლარი

სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს - 1 მლნ 712 000 ლარი

კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს - 2 მლნ 171 100 ლარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები