ახალი ამბები
ნიქოზისა და 1-ლი სკოლის მოსწავლეებს ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები გააცნეს
დღეს, გორის პირველი საჯარო სკოლის ეკოჰაბში მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩაატარეს. შეხვედრას, ადგილობრივი სასწავლებლის მოსწავლეების გარდა, ნიქოზის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობოთა ქსელის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები გააცნეს. საილუსტრაციოდ, სპეციალურად მომზადებული ფილმიც უჩვენეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები