ახალი ამბები
ქვახვრელში ,,მილიონიანი პროექტის" სამუშაოები განახლდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში სასმელი წყლის მილიონიანი პროექტი თებერვლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ახალმა კომპანიამ, ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით, სამშენებლო სამუშაოები განაახლა.

ის პროექტში 2017 წლის 15 დეკემბრიდან ჩაერთო.

,,ეს არის ბოლო ადგილი, სადაც მოხდება ქსელის დაერთება შემკრებ ჭასთან და მთელი სისტემა შეიკვრება," - გვითხრეს ადგილობრივებმა. ამით, ფაქტობრივად, დასრულდება გადაბმითი სამუშაოები.

კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება სისტემაში სატესტო სამუშაოების ჩატარება. წყლის სატესტო გაშვებისას გამოჩნდება ხარვეზები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

შეგახსენებთ, ქვახვრელის სასმელი წყლის პროექტი 2016 ივნისში დაიწყო და 2016 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები შესაბამის პერიოდში ვერ შეასულა. ,,არქიკულტურას" ვადა სამჯერ გადაუწიეს, თუმცა სამუშაოები მაინც არ დაასრულა. გადარიცხული იყო 800 000 ლარი, პროექტის ღირებულება კი, 886 ლარს შეადგენდა.

,,არქიკულტურას" ჯარიმები დააკისრეს, ხოლო 2017 წლის ოქტომბერში ახალი ტენდერი გამოაცხადეს - 180 000 ლარად.

პ.ს. ეს არის პროექტი, რომლის გამო გუბერნატორი და გამგებელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ხოლო სოფლის მოსახლეობამ ტურისტული გზა გადაკეტა, რასაც პოლიციის მხრიდან აქციის ძალისმიერი მეთოდთ დაშლა მოჰყვა.







Print

სტატიის გამოყენების პირობები