ახალი ამბები
საბავშვო ბაღიდან მოპარული ნივთები გაყიდეს
29-წლის მამაკაცს, რომელსაც საბავშვო ბაღიდან ლეპტოპების და მონიტორის ქურდობაში სდებენ ბრალს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქმე გორის #1 ბაგა-ბაღში 17 იანვარს მომხდარ ფაქტს ეხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობაში ბრალდებული პირი 18 იანვარს დააკავეს. 1989 წელს დაბადებული დ.გ. საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ფაქტი ,,ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად" გახსნეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ საქმე იმ პიროვნებისგან გაიხსნა, ვისაც ბრალდებულმა აღნიშნული ნივთები მიჰყიდა. 

,,პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით." - აცხადებენ შსს-ში



Print

სტატიის გამოყენების პირობები