ახალი ამბები
ბერშუეთში ამირან ხოდელმა სახელმწიფო დაფინანსებით ვაშლის ბაღი გააშენა
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, ამირან ხოდელმა 12 ჰა-ზე ვაშლის ბაღი გააშენა. ხეხილის ბაღი გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, გამყოფ ხაზთან, მდებარეობს.

ამირან ხოდელი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 94 650 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 67 550 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 27 100 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 4 289 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 22 186 339 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, შიდა-ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 1 349 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები