ახალი ამბები
მტკვარში თევზსაჭერი ,,ოჩხები" ოპოვეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - სამწევრისისა და ურბნისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრიდან კუსტარული თევზსაჭერი მოწყობილობები - საბურავებით აწყობილი მახეები ე.წ. "ოჩხები" ამოიღეს.

რეიდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა მოაწყეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, კუსტარულ მახეებში მომწყვდეული ცოცხალი თევზები, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ადგილზე, მდინარეში დააბრუნეს.

,,სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების მიზნით, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს გადაეგზავნება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მომავალშიც აქტიურად გეგმავს მსგავსი პრევენციული ღონისძიებების გატარებას." - აღნიშნავენ გარემოს დაცვის სამინისტროში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები