ახალი ამბები
მოხისის, აგარისა და ქვენატკოცას მოსახლეობისთვის ტაშისკარის არხი რემონტდება
ქარელის მუნიციპალიტეტში სარწყავი წყლის მიწოდება 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, „საქართველოს მელიორაცია“ ტაშისკარის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

აღდგენითი სამუშაოები უშუალოდ გომი-აგარის მონაკვეთზე მიმდინარეობს. სისტემას უტარდება სრული რეაბილიტაცია. სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა და დამონტაჟდა ახალი რკინაბეტონის პარაბოლური კვეთის ღარები, გაიწმინდა დიუკერი. ასევე, ეწყობა 3 წყალგამანაწილებელი და 15 წყალგამშვები ჭა.

რეაბილიტირებული სარწყავი სისტემით სოფლები - მოხისი, აგარა, ქვენატკოცა და მოხისის დევნილთა დასახლების ისარგებლებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები