ახალი ამბები
ენერგოომბუდსმენი გორში პრესკონფერენციას გამართავს
გორის მოსახლეობის მიერ ,,საქორგგაზის" წინააღმდეგ დაწერილ საჩივრების შესახებ ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი პრესკონფერენციას 25 იანვარს გამართავს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა განუცხადა. პრესკონფერენცია საჩივრების განხილვის პირველად შედეგებს მიეძღვნება, რომელსაც ჟურნალისტებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი გააცნობს.

გორის დემოკრატიულ ცენტრში ბრიფინგი 13 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ,,საქორგგაზის" წინააღმდეგ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში გორიდან 700-ზე მეტი საჩივარი დაიწერა. მოსახლეობას, ნოემბრის თვესთან შედარებით, დეკემბერში გაორმაგებული და გასამმაგებული გადასახადი მიუვიდა. 700-ზე მეტი განცხადება სემეკშია გადაიგზავნა.

სემეკი არკვევს, კონკრეტულად, რამ გამოიწვია მოსახლეობაში გაზრდილი გადასახადის დარიცხვა, რადგან აბონენტების განცხადებით, ნოემბრისა და დეკემბრის რიცხვებში ამინდი არ გაუარესებულა და თანაბარი ოდენობის აირი გამოიყენეს. სწორედ, ამ პირველად შედეგებს გააცნობს ხვალ ენერგოომბუდსმენი ჟურნალისტებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები