ახალი ამბები
ვაყაში ჭერათხევის სანაპირო დაიმეწყრა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში მდინარე ჭერათხევის სანაპირო დაიმეწყრა.

ამის ამსახველ ფოტომასალას ადგილობრივი მცხოვრებლები ავრცელებენ.

სოფელი ვაყა მდებარეობს გომი-საჩხერის ავტომაგისტრალის სიახლოვეს.

ფოტოებზე სოფლის ერთ-ერთი გასასვლელი, დამეწყრილი ადგილი ჩანს, სადაც გზა მდინარის ნაპირს მიუყვება.

2018 წლის იანვარში უხვმა ნალექმა, წვიმის სახით, პრობლემები ვაყას მეზობელ სოფლებს, განსაკუთრებით, გომს შეუქმნა.

წყლის დიდმა ნაკადმა საცხოვრებელი სახლები დატბორა.








Print

სტატიის გამოყენების პირობები