ახალი ამბები
სასათბურე მეურნეობა კეხვიდან დევნილმა საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში მოაწყო
დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა სოფელ ვარიანში ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სასათბურე მეურნეობა მოინახულა. ცხინვალიდან დევნილმა ელგუჯა კახნიაშვილმა, გრანტის საშუალებით, სათბურის კონსტრუქცია და სარწყავი სისტემა შეიძინა.

საგრანტო პროგრამა - „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ - ევროკავშირის დაფინანსებით, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) განახორციელეს.

პროგრამის სამიზნე კატეგორიაში ერთიანდებოდნენ: მარტოხელა მშობლები მცირეწლოვანი შვილებით, ოჯახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრით, 25 წლამდე ახალგაზრდის ან ხანდაზმული ადამიანის მიერ მართული ოჯახები.

პროგრამა მიზნად ისახავდა უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას. მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად, საქართველოს მასშტაბით, გრანტი 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის 227 პროექტი შიდა ქართლის რეგიონში დაფინანსდა. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები