ახალი ამბები
უფლისციხეში ,,თამარის დარბაზს" გაარემონტებენ, გორში კი - გორისციხეს
2018 წელს უფლისციხეში ,,თამარის დარბაზი", გორში კი, - გორისციხე გარემონტდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს უფროსის, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, 2018 წელს დასაფინანსებელ ღონისძიებების ნუსხაში ეს ორი ობიექტი მოხვდა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.

გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოებისთვის თანხას სახელმწიფო ბიუჯეტი გამოყოფს. გორისციხის რეაბილიტაციის მიზნით, რამდენიმე კვლევა ჩატარდა, მათ შორის, სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ბიუროში.

აღნიშნული დასკვნის მიხედვით, გორისციხის კედლები კოროზიას განიცდის.

ანაგლოგიური სიტუაციაა თამარის დარბაზშიც, სადაც წვიმის დროს წყალი ჩადის და კედლებს აზიანებს. თამარის დარბაზში წლების წინ სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. ნაცვლად, ოთხი სვეტისა, დარბაზის შუაგულში ბეტონის კონსტრუქცია დადგეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები