ახალი ამბები
,,საქორგგაზის" წინააღმდეგ დაწერილი საჩივრების განხილვის პირველადი შედეგები
დღეს, ენერგოომბუდსმენმა ,,საქორგგაზის" წინააღმდეგ დაწერილი საჩივრების განხილვის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამის თაობაზე, პრესკონფერენცია გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. ენერგოომბუდსმენის განცხადებით, საჩივრების ავტორთა მონაცემები ,,სოკარიდან" გამოითხოვეს. ,,საქორგგაზი" სოკარის შვილობილი კომპანიაა.

მიმდინარეობს საკითხის დამატებითი შესწავლა.

ამ პერიოდისთვის, შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა: მოხმარებისა და ხარჯის გამოწვევის შემდეგი წინაპირობები დადგინდა:

ტემპერატურის ცვლილებით გამოწვეული ზრდა; ახალი მრიცხველები, რომლებიც ზუსტად აღრიცხავს ხარჯს;  დღეების ნამატი ანათვალების დროს. რაც შეეხება ინდივიდუალურ შემთხვევებს, ერთმანეთს შედარებულია 2016 წლის ნოემბერ-დეკემბრისა და 2017 წლის ნოემბერ-დეკემბრის მონაცემები.













2017 წლის დეკემბერში ,,საქგორგაზმა" გორის მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაზრდილი გადასახადი დაარიცხა. ამის თაობაზე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. იმ ოჯახების წარმომადგენლები, რომლებიც ბუნებრივ აირს გასათბობად არც იყენებენ, 150 ლარზე მეტი ოდენობის გადასახადი მიუვიდათ.

საპროტესტო აქციების შემდეგ, სემეკში 1000-მდე განცხადება შევიდა. აქედან 259 განცხადება (ვერ მოხერხდა პირთა იდენტიფიკაცია) განუხილველია. დანარჩენ განცხადების ავტორებს პასუხი ინდივიდუალურად გაეცემა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები