ახალი ამბები
თურქეთის საისტორიო საზოგადოების ეგიდით გორში მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
თურქეთის საისტორიო საზოგადოების დაფინანსებით გორის უნივერსიტეტში მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ შეთანხმებას გორის უნივერსიტეტის რექტორმა და თურქეთის საისტორიო საზოგადოების წარმომადგენლებმა ერთობლივად მიიღეს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, კონფერენციის ჩატარება, 9-თვის შემდეგ, 22-26 ოქტომბერსაა დაგეგმილი, სადაც რეგიონის სკოლების ისტორიის პედაგოგებიც მიიღებენ მონაწილეობას.

თურქეთის საისტორიო საზოგადოების დელეგაცია გორის უნივერსიტეტს 25 იანვარს ესტუმრა. მათ შორის, სამსუნის ,,19 მაისის უნივერსიტეტის" პროფესორი, იბრაჰიჰ თელიოღლუ და არდაჰანის უნივერსიტეტის პროფესორი, როინ ყავრელიშვილი. როინ ყავრელიშვილი კონფერენნციის კოორდინატორია.

გორის უნივერსიტეტში მესამე საერთშორისო კონფერენციის ჩატარებას საფუძველი 2017 წლის 23-24 ნოემბერს თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში ჩაეყარა, სადაც მეორე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიმართა. სიმპოზიუმში გორის უნივერსიტეტის რექტორი იმყოფებოდა.

,,სიმპოზიუმის მიმდინარეობისას გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვლმა შეხვედრა გამართა თურქეთის საისტორიო საზოგადობის თავმჯდომარესთან, პროფესორ რეფიქ თურანთან და შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, პროფესორ ჰიქმეთ ოქრუზთან, სადაც მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება საქართველოში და მას გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი უმასპინძლებს." - აღნიშნავენ გორის უნივერსიტეტში.

გუშინდელ შეხვედრას უძღვებოდა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ესწრებოდნენ ისტორიისა და არეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი, ისტორიის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე და ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები