ახალი ამბები
გორში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გაიხსნა (PHOTO)
გორში, წყაროსუბანში, ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გაიხსნა.

ცერემონიას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციებისა და შს სამმართველოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა, სავარაუდო მსხვერპლთა (მათზე დამოკიდებულ პირებთან ერთად), დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით შექმნილ დაწესებულებას წარმოადგენს.

მისი მიზნებია ბენეფიციართათვის ადეკვატური, უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნა; ბენეფიციართა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; ბენეფიციართა ჯანმრთელობის დაცვის, ფსიქოლოგიურ_სოციალური დახმარების/რეაბილიტაციის ხელშეწყობა.

კრიზისული ცენტრი ბენეფიციარებს უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურებებით: ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია; სამედიცინო დახმარების მიღება/ორგანიზება; სამართლებრივი დახმარება; საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურება.



















Print

სტატიის გამოყენების პირობები