ახალი ამბები
ცხინვალელი ომბუდსმენი საერთაშორისო უფლებადამცველებს ეპატიჟება
,,კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სამხრეთ ოსეთი ღიაა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ურთიერთობისთვის, რომელთა საქმიანობა ეფუძნება არსებულ რეალობას. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ მათთან, ვინც ერთგულად ასრულებს მანდატს სხვა ქვეყნების პოლიტიკური მიზნებისა და ინტერესების გატარების გარეშე", - აღნიშნავს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ინალ ტასოევი.

ის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ზამთრის სესიაზე, ქართველი პარლამენტარების მცდელობას ეხმაურება, რომლის მიხედვით, ,,საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე" ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდეს.

ინალ ტასოევისთვის ზამთრის სესიაზე განსახილველი საკითხი მიუღებელია:

,,სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს არ აქვს არაფერი კავშირი ტერმინ "ოკუპაციასა"და საქართველოს ტერიტორიასთან, ან მის პრობლემებთან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში", - აღნიშნავს ტასოევი. საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, უფრო მოსახერხებელი ტერმინოლოგიის გამოყენებას სთხოვს.

როგორც ტასოევი ამბობს, ასეთი მიდგომა მიუღებელია სამხრეთ ოსეთისთვის.

,,თუმცა, სამხრეთ ოსეთი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხით, მზადყოფნას გამოთქვამს, თუკი ნაჩვენები იქნება ობიექტური მიდგომა და გაითვალისწინებული იქნება რეალობა." - აცხადებს ტასოევი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები