ახალი ამბები
ოჯახში ძალადობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით ლაგოდეხში, რუსთავში, ხაშურში, ნინოწმინდაში, ასპინძის, ახალციხის, ადიგენის და ახალქალაქის რაიონებში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ახალციხის რაიონის სოფელ წყრუთში მცხოვრებ, 1994 წელს დაბადებულ, ოთხი თვის ორსულ მ.ს.-ს მეუღლემ - 1988 წელს დაბადებულმა ღ.ი.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

ასევე დადგინდა, რომ ქალაქ ნინოწმინდაში, 1976 წელს დაბადებულმა ა.თ.-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის არასრულწლოვან ძმისშვილს -2001 წელს დაბადებულ კ. თ.-ს, საკუთარ დედას - 1949 წელს დაბადებულ ს. თ.-ს და რძალს - 1981 წელს დაბადებულ მ. თ.-ს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები