ახალი ამბები
სკოლები, სადაც სახიფათო ქიმიური ნარჩენები აღმოაჩინეს
გუშინ, გორში, ორგანიზაცია ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვის“ წარმომადგელები იმყოფებოდნენ და შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ის საკითხები განიხილეს, რაც ამ ორგანიზაციამ ბოლო ორი წლის განმავლობაში შიდა ქართლის მასშტაბით არსებულ სკოლებში ქიმიური ლაბორატორიების მდგომარეობის კუთხით შეისწავლეს.

,,ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სასკოლო ქიმიურ ლაბორატორიებზე, სადაც ამ დრომდე ღია მდგომარეობაში ინახება ქიმიური ნივთიერებები, რაც გარემოს დამცველების თქმით მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ადამიანების ჯანმრთელობისთვის." - აღნიშნული გუბერნატორის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიძია ფოტოები, რომელიც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კვლევისას გადაიღეს. ,,ჩვენ ეს მდგომარეობა სხვადასხვა პერიოდში შევისწავლეთ, ამ წუთას, რა მდგომარეობაა იქ არ ვიცით" - აცხადებენ გარემოსდაცვით ორგანიზაციაში. დღევანდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაშიც.

1. ქვიშხეთის საჯარო სკოლა, 2016 წლის ნოემბერი





2. ცხრამუხას საჯარო სკოლა, 2017 წლის ივლისი




3. აგარას საჯარო სკოლა - 2017 წლის აგვისტო





4. ბებნისის საჯარო სკოლა, 2017 წლის აგვისტო









5. გორის 1-ლი საჯარო სკოლა, 2016 წელი




რუკა:



Print

სტატიის გამოყენების პირობები