ახალი ამბები
ნინოშვილის, თბილისისა და სამების ქუჩების რეაბილიტაცია გადაწყდა
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის განკარგულებთ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (შემოკლებით - რეგფონდი), გორის მუნიციპალიტეტს 4 მლნ 115 830 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხა დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ასახეს. უახლოეს ხანებში მერია ტენდერებს გამოაცხადებს და დანარჩენ ნაწილს წილობრივად გაიღებს.

2018 წელს ,,რეგფონდის დაფინანსებით, გორში შეკეთდება სამი დიდი ქუჩა - ნინოშვილის, თბილისისა და სამების ქუჩები. 

კერძოდ: ქალაქის გზები

ქ. გორში სამების ქუჩის (სტალინის გამზირიდან პეტრიაშვილის ქუჩის კვეთამდე) მონაკვეთის რეაბილიტაცია - ცენტრალური ბიუჯეტიდან - 415 985 ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 214 295 ლარი (სულ 630 280 ლარი )

ქ. გორში ნინოშვილის ქუჩის რეაბილიტაცია - ცენტრალური ბიუჯეტიდან - 730 706 ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 376 424 ლარი (სულ 1 107 130 ლარი)

ქ. გორში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია - ცენტრალური ბიუჯეტიდან - 328 807 ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 169 385 ლარი (სულ 498 192 ლარი)

სანიაღვრე სისტემები:

ქ. გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში არსებული ქუჩებისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია - ცენტრალური ბიუჯეტი - 254 293 ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 131 000 ლარი (სულ 385 293 ლარი)

ქ. გორში რომელაშვილების ქუჩის (ჩოჩიშვილის ქუჩის კვეთიდან ფერაძის ქუჩის კვეთამდე) რეაბილიტაცია და სანიაღვრე სისტემის მოწყობა - ცენტრალური ბიუჯეტიდან - 184 595 ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 95 095 ლარი (სულ 279 690 ლარი)

ქ. გორში სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედნის, სტალინის გამზირის (სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედნიდან ქუთაისის ქუჩის კვეთამდე) მონაკვეთის და მათ მიმდებარე სანიაღვრე წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია - ცენტრალური ბიუჯეტიდან - 495 000 ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 255 000 ლარი (სულ 750 000 ლარი)

სოფლების გზები:

სოფელ ქვეშის გზიდან სათემო-ციცაგიაანთკარი-ახრისის დამაკავშირებელი გზის ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები - ცენტრალური ბიუჯეტიდან - 1079 734 ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 556 226 ლარი (სულ 1 მლნ 635 960 ლარი)

სოფელ მერეთის, სოფელ კოშკას და გუგუტიაანთკარის საავტომობილო გზების ასფალტის საფარის მოწყობა - ცენტრალური ბიუჯეტი - 626 710 ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტი - 322 850 ლარი (სულ 949 560 ლარი)

რაც შეეხება გასულ წელს აღებული ვალდებულებების შესრულებას, 2017 წელს დარჩენილი თანხიდან ქ. გორში დ.ჩუბინიშვილის ქუჩაზე მშენებარე მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყობა - სულ 464 497 ლარად, (მათ შორის ცენტრალური ბიუჯეთით - 409 103 ლარი და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით - 55 394 ლარი).


გამოყენებულია კეცხოველის ქუჩის რეაბილიტაციის ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები