ახალი ამბები
ავარია გორში - სასწრაფოს მანქანას ,,BMW" დაეჯახა
წმინდაწყალზე  ერთმანეთს ,,ბემვეს" მარკისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები შეეჯახა.

შეჯახება გზაჯვარედინზე, ,,გალფის" ბენზინგასამართ სადგურსა და ,,სმარტის" სუპერმარკეტთან მოხდა.

პოლიციის განცხადებით, დაშავებულია სასწრაფო დახმარების მანქანის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი. მსხვერპლი არ არის.

,,BMW"-ს მარკის მძღოლი აცხადებს, რომ მას მოძრაობის წესები არ დაურღვევია, ხოლო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანა, შესაბამისი სასიგნალო ნიშნის გარეშე, მოძრაობდა.

იგი მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას სამედიცინო ცენტრის მანქანის მძღოლს აკისრებდა და ამბობდა, რომ მისი ოჯახის წევრებიც (ცოლ-შვილი) საფრთხეში ჩააგდო.

პოლიციამ დაპირისპირებული მძღოლები ერთმანეთს დააშორა და მხარეებს განუცხადა, რომ ჭეშმარიტებას გამოძიება გაარკვევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები