ახალი ამბები
წმინდაწყალზე ექსპერტიზის ბიუროს წინ პარკინგი მოეწყობა
გორის მერია, წმინდაწყლის დასახლებაში, პარკინგის მოწყობას აპირებს. ამის გამო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 23 ათასი ლარი გამოიყო.

სამუშაოები თებერვალში დაიწყება და ერთ თვეში დასრულდება.

საპარკინგე ადგილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ეზოში მდებარეობს.

პროექტის მიხედვით, ტერიტორია მოასფალტდება, დაირგვება ნერგები და დაიდგმება სკამები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები