ახალი ამბები
გორში ელექტრონული პეტიციების სამთავრობო პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება
24 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით საქართველოს რეგიონებში მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პლატფორმის ichange.gov.ge-ს პრეზენტაციები იმართება. საინფორმაციო შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე უძღვებიან. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს პორტალის მოხმარების წესებსა და პირობებს გააცნობენ.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა, ხვალ 30 იანვარს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყობა.

ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით.

პორტალის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია პეტიციის საშუალებით საქართველოს მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, რომელიც მისი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, განიხილოს პეტიციაში აღწერილი საკითხი და მოახდინოს რეაგირება.

Ichange პროცესი ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ. პრეზენტაციები იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”-ს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ.

კამპანია დაფინანსებულია USAID-ის პროგრამის “დემოკრატიული მმართცველობის ინიციატივა”-ს (GGI) მიერ. კამპანიის განმახორციელებელი პარტნიორია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN).


Print

სტატიის გამოყენების პირობები