ახალი ამბები
ქვახვრელისა და უფლისციხის გაზიფიცირებისთვის 2 მლნ 220 000 ლარი დაიხარჯება
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქვახვრელსა და უფლისციხეში გაზიფიცირების სამუშაოებს შპს ,,შაჰარტი" შეასრულებს.

ამის თაობაზე საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანიამ 24 იანვარს სომხური კომპანიის შეთავაზებული წინადადებები მოიწონა.

არარატში რეგისტრირებული კომპანია ორივე სოფლის გაზიფიცირებისთვის 2 მლნ 220 000 ლარს აითვისებს. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 170 დღეში უნდა დაასრულოს.

,,გაზისა და ტრანსპორტირების კომპანიის" კომისიამ 24 იანვარს სამშენებლო კომპანიასთან ყველა პროცედურა უკვე გაიარა. ამჯერად, მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადების პროცესი.

ფოლადისა და პოლიეთილენის მილებით, ზემოაღნიშნულ სოფლებში ბუნებრივ აირს  კვერნაკის ქედიდან, სოფელ შავშვების ტერიტორიიდან გაიყვანენ.

იხ. 24 იანვრის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი:





იხ. ქვახვრელის გაზიფიცირების ნახაზი



იხ. უფლისციხის გაზიფიცირების ნახაზი

Print

სტატიის გამოყენების პირობები