ახალი ამბები
ჯავის რაიონში 33-წლის მამაკაცი მანქანაში მოკლეს
მოკლულია 33-წლის ახალგაზრდა, ვადიმ კოდოევი. ის ავტომანქანა ,,ნივაში" გარდაცვლილი იპოვეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პროკურატურა დამნაშავეს ეძებს.

ადგილობრივი სამართალდამცავები იუწყებიან, რომ გარდაცვლილს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი.

შეტყობინება დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტრომ 28 იანვარს, ღამის 11 საათზე მიიღო. ,,ნივა", სადაც გარდაცვლილი ნახეს, ჯავის რაიონში, მუგუთი-ხვწეს გზაზე იდგა.

ვადიმ კოდოევი ცხინვალის მკვიდრი იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები