ახალი ამბები
სკრის დევნილთა დასახლებაში ახალგაზრდები ინტერნეტს ითხოვენ
სკრის დევნილთა დასახლებაში ორგანიზაცია ,,სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" მხარდაჭერით, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს, რომელსაც ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ქეთევან ოქროშიაშვილი ესწრებოდა.

დისკუსია სათემო ცენტრში გაიმართა. პროექტი ახალგაზრდებისა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. საწყის ეტაპი პრობლემების იდენტიფიცირებით დაიწყო.

15 წლის ელენე ხადური ამ ჯგუფის ერთერთი წარმომადგენელია, რომელიც ფიქრობს, რომ დევნილ ახალგაზრდებს, პირველ რიგში, გააქტიურება სჭირდებათ.

16 წლის კახა ოქროშიაშვილის თქმით, უნდა მოეწყოს სპორტული და გასართობი ადგილები. პარალელურად კი, აუციელებელია სოფლის ინტერნეტიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა.

მისი აზრით, ეს მოუგვარებელი საკითხები ახალგაზრდების განვითარების ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორია.

ქეთევან ოქროშიაშვილი ამბობს, რომ ახალ თაობის განვითარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის გახსნა აუცილებელია.

სკრის დევნილთა დასახლებაში ახალგაზრდები პერიოდულად იკრიბებიან და მათ საჭიროებებს ძირითადად არასამთავრობო სექტორთან განიხილავენ. უახლოეს მომავალში ისინი პრობლემების ჩამონათვალს ხელისუფლებას ოფიციალურად წარუდგენენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხებს დაელოდებიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები