ახალი ამბები
ტირძნისის სკოლის მოსწავლე თვეში 100-ლარიან სტიპენდიას მიიღებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნია ტეტუნაშვილი და მისი პედაგოგი ერთი წლის განმავლობაში 100 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ. ამის შესახებ გუშინ ეტალონის კონკურსის შედეგების გამოცხადებისას გახდა ცნობილი.

,,ეტალონი მოსწავლეების" შესარჩევი ტური გორის ევრორეგიონული უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა, სადაც მონაწილეობა 85 მოსწავლემ მიიღო.

შეჯიბრის დაწყებამდე, 2016-2017 სასწავლო წლის ,,ეტალონ მოსწავლეებს“ გორის N2 და ზერტის სკოლების მოსწავლეებს გიორგი გიორგაძესა და ლალი მაზანაშვილს ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ გორის მერისა და პროექტის წამყვანის ხელმოწერებით.

,,ჩემპიონატი 2017-2018 სასწავლო წლის „ეტალონი მოსწავლეების“ შესარჩევად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება და ფინალური შეჯიბრებით დასრულდება, სადაც საქართველოს ეტალონი მოსწავლე გამოვლინდება." - აცხადებენ მერიის პრეს-სამსახურში.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, მერის მოადგილეები ალექსი მარიამიძე და ეკა სუხიშვილი, მერიის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები