ახალი ამბები
თევზი, წიწილა, კვერცხი და ტყავი - საექსპორტოდ მოთხოვნადი პროდუქტი შიდა ქართლიდან
გასული წლის დეკემბერში, შიდა ქართლიდან, 19,5 ტონა თევზი პოლონეთში გაიტანეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს ადმინისტრაციის ცნობით, პროდუქტმა ფიტოსანიტარული შემოწმება გაიარა. ამავე სამსახურის ცნობით, შიდა ქართლიდან ექსპორტზე საკმაოდ დიდი რაოდენობით წიწილა და კვერცხი გაიტანეს.

მაგალითად, 127 000 ფრთა წიწილა სომხეთში, ხოლო 120 960 ცალი საინკუბაციო კვერცხი - აზერბაიჯანში გაგზავნეს.

შიდა ქართლიდან გატანილ პროდუქციას შორის მნიშვნელოვან როლს საქონლის დამარილებული ტყავი წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, მონაცემები შიდა და ქვემო ქართლს ეხება. ორივე რეგიონიდან დეკემბერში 205,7 ტონა ცხოველის ტყავი თურქეთში გაიტანეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დეკემბერში, საქართველოდან ექსპორტზე გატანილი ხილის ოდენობა მხოლოდ 393 ტონას შეიცავს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები