ახალი ამბები
ცხინვალელი მამაკაცი თანატოლმა მოკლა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პროკურატურამ 33-წლის ვადიმ კოდოევის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს. ოსური სააგენტოების ცნობით, დაკავებულია იმავე ასაკის, 33-წლის ვლადისლავ გაგლოევი, რომელიც ჯავის რაიონის სოფელ მუგუთში ცხოვრობს.

გუშინ, ოსური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხინვალელი ვადიმ კოდოევი ავტომანქანა ,,ნივაში" გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი.

შეტყობინება დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტრომ 28 იანვარს, ღამის 11 საათზე მიიღო. ,,ნივა", სადაც გარდაცვლილი ნახეს, ჯავის რაიონში, მუგუთი-ხვწეს გზაზე იდგა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები