ახალი ამბები
ბოლო ერთ წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს 322 ადამიანი დაიღუპა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, 2017 წელს, 322 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სტატისტიკა სამინისტრომ დღეს გაავრცელა.

პრეს-სამსახურის ცნობით, მთელი წლის განმავლობაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევების (მუხლი 276) რაოდენობამ 2 605-ს მიაღწია.

ამათგან, გახსნილია მხოლოდ 777 ფაქტი.

სამინისტრო ამჟამინდელ სტატისტიკას გასული წლის მონაცემებსაც ადარებს. ასე მაგალითად:

ავტოსატრამსპორტო წესების ექსპლუატაციის დარღვევა:

2016 წელს: 3 117
2017 წელს: 2 605

აქედან, 2016 წელს: 345, ხოლო  2017 წელს 322 ადამიანი დაიღუპა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები