ახალი ამბები
ნაადრევი ბერიკაობა გორში
დღეს, გორის ქუჩებში, ბერიკები გამოჩნდნენ. ისინი მანქანებს აჩერებდნენ და მგზავრებისგან და მძღოლებისგან ფულად შესაწირს ითხოვდნენ.

ამბობდნენ, რომ შეგროვებულ თანხას გაჭირვებულებს მოახმარებენ. ისინი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობენ.

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის, თამილა კოშორიძის ცნობით, ბერიკაობა და ყეენობა ოდითგან ყველიერის კვირაში იმართებოდა. ამას ცნობილი ქართველი ეთნოგრაფის, სერგი მაკალათიას კვლევაც ცხადყოფს.

ყველიერის დღეები დიდმარხვის წინა კვირას ეკუთვნის. 2018 წლის საეკლესიო კალენდრის მიხედვით, დიდმარხვა 19 თებერვლიდან იწყება. ყველიერი კი 12-17 თებერვალს მოიცავს.









Print

სტატიის გამოყენების პირობები