ახალი ამბები
გორში მძინარე მამაკაცის საწოლს ცეცხლი გაუჩნდა
გორში, მძინარე მამაკაცის საწოლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გუშინ საღამოს ვოლოგდის დასახლებაში მოხდა.

დაშავდა 41-წლის ასაკის მამაკაცი. ის ძლიერი ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიკოსების თქმით, სახეზე მხოლოდ ინტოქსიკაციის ნიშნები იყო და მამაკაცი დამწვრობას გადარჩა.

,,ნასვამი იყო. როგორც ჩანს ჩაეძინა და თან სიგარეტს ეწეოდა" - განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მედიკოსებმა.

პაციენტი საავადმყოფოდან წუხელვე გაწერეს. ,,დავუმუშავეთ სახე, ფილტვების გასუფთავდა" - აღნიშნავს სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენელი.

,,გორმედში" ამბობენ, რომ პაციენტი მათთან აღარ იმყოფება, თუმცა მორიგე ექიმი თვლიდს, რომ უმჯობესი იყო ცოტა ხნით ჰოსპიტალიზაცია.

მამაკაცი ვოლოგდის დასახლებაში ე.წ. ბარაკებში ცხოვრობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები