ახალი ამბები
სინოპტიკოსების ცნობით, თებერვალში ყინვებია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 იანვარიდან საქართველოში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება. იანვრის წინა დღეებთან შედარებით, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, ხოლო ნალექი, ძირითადად, თოვლის სახით მოვა.

ღამის საათებში, ჰაერის ტემპერატურა  -3-დან -9 გრადუსამდე მერყეობს.

25-დღიანი პროგნოზის მიხედვით, შიდა ქართლში მზიანი ამინდი მხოლოდ სამი დღე დაფიქსირდება. ტემპერატურა, განსაკუთრებით, 7 თებერვლიდან იკლებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები