ახალი ამბები
გორის პანორამული გადასახედი (PHOTO)
ქალაქ გორის დასავლეთით, მთის ფერდობზე, სპეციალური ადგილია გაკეთებული, საიდანაც ტურისტებსა და მგზავრებს მტკვრის ხეობის დათვალიერება შეუძლიათ.

პანორამული გადასახედი ძველი მაგისტრალის გვერდით დგას. ახალი ავტობანი კი, სხვა ტერიტორიაზე გადის.

დღეს ეს ადგილი გაპარტახებულია. ბენზინგასამართი ძველი სადგურის კუთვნილება იყო და მხოლოდ ნანგრევები შემორჩა. მიუხედავად ამისა, გადარჩენილია უშუალოდ მცირე კონსტრუქცია.

,,გადასახედი" კომუნისტების დროს, 80-იან წლებში გაკეთდა..

ამჯერად, ახალი ავტობანის გაკეთების შემდეგ, ძველმა მაგისტრალმა ფუნქცია დაკარგა.

იხ. ფოტორეპორტაჟი

Print

სტატიის გამოყენების პირობები