ახალი ამბები
18:00 სთ-ის მონაცემებით, შიდა ქართლის მთავარ გზებზე მოძრაობა თავისუფალია
ბოლო მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში, მთავარ მაგისტრალებზე საავტომობილო მოძრაობა თავისუფალია. გზების დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვები ხაშური-ახალციხე-ვალეს მონაკვეთზეც მოიხსნა.

ამინდის გაუარესების გამო, დღეს, შუადღეს, პრობლემები გორი-რუისის მონაკვეთზე შეიქმნა. იმ ავტომანქანებმა, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალება მწყობრში არ ჰქონდათ, გადაადგილება ვეღარ შეძლეს.

მოძრაობა აღდგა ახალციხე-ნინოწმინდის მონაკვეთზეც.

,,საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ112 მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ51-კმ 96 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია." - აღნიშნულია გზების დეპარტლამენტის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები