ახალი ამბები
ოსიაურის სკოლის მოსწავლეს ,,მკითხველის დარბაზის" პროექტი დაუფინანსეს
ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლის ანა მახარაშვილის პროექტმა " წიგნთან მეგობრობისათვის " სკოლას 5000 ლარის ღირებულების ინვენტარი მოუტანა.

ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანა მახარაშვილის პროექტი, რომელსაც ხელმძღვანელობა ლალი ომიაძემ გაუწია, არასამთავრობო ორგანიზაცია "World Vision" - მა დააფინანსა.

,,პროექტის ფარგლებში სკოლას გადაეცა 16 პუფის სავარძელი, 1 ლეპტოპი, 1 პროექტორი; 1600 ლარის ღირებულების კარადა. შედეგად სკოლაში მოეწყო "მკითხველის დარბაზი"." - აღნიშნავენ სკოლაში.




Print

სტატიის გამოყენების პირობები