ახალი ამბები
გორისა და ქარელის გარკვეულ უბნებზე ელეტროენერგია ავარიულად გაითიშა
დღეს საღამოს, ელექტროენერგია ავარიულად შიდა ქართლის რამდენიმე მონაკვეთზე გაითიშა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ენერგო პრო ჯორჯიადან" აცნობეს.

კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, დაზარალებული აბონენტების რაოდენობა ზუსტება: ,,ელექტროენერგიის გათიშვა დაფიქსირდა ქარელის რაიონში, ასევე, გორში, კერძოდ, ორთაშენთან. ამჯერად, ზუსტი მონაცემები არ გვაქვს გათიშული აბონენტების შესახებ" - აცხადებენ ენერგო პრო ჯორჯიაში.

ავარაიული შეზღუდვების მიზეზად ამინდის გაუარესება სახელდება.

კომპანიის ცნობით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:30 საათამდე შეუწყდება „ენერგო-პრო ჯორჯიას" 2298 აბონენტს.

კერძოდ, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახალდაბა, ორთაშენი, თედოწმინდა, ხიდისთავი, უფლისციხე, ქვახვრელი, ატენი და მიმდებარე სოფლებში.

10:30-დან 18:00 საათამდე - 129 აბონენტს ქ. გორში ცხინვალის, მაჩაბლის, ყიფიანის, ჯავახიშვილის ქუჩებზე, ცხინვალის გზატკეცილი.

12:00-დან 16:00 საათამდე - 352 აბონენტს ქ. გორში სტალინის, ბათუმის, თამარ მეფის, შოთა ჩოჩიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 16:00 საათამდე - 894 აბონენტს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში.

11:00-დან 17:00 საათამდე - 447 აბონენტს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცოცხნარა, ოძისი, ნარვანი, წაბლოვანა და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 17:30 საათამდე - 397 აბონენტს ქ. ხაშურში რუსთაველის, დევდარიანის, კიევის, სააკაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები