ახალი ამბები
,,ლომჭაბუკის" ტერიტორიის განვითარების პროექტს ევროკავშირი დააფინანსებს
გორში მდინარეების, ლიახვისა და მეჯუდას შესართავთან მდებარე ლომჭაბუკის ტერიტორიას ევროკავშირის დაფინანსებით , მოაწყობენ.

ამის შესახებ ხვალ, 1 თებერვალს, 12:00 საათზე გორის მერი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. წინასწარი ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში გორის მერიამ  1 მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი, დამატებით 300 000 ლარი, თანადაფინანსების სახით, გამოიყოფა. ჯამში პროექტის ღირებულება 2 მილიონ 100 ათას ლარს აღწევს.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, დაფინანსებული პროექტი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრმა შეიმუშავა.

პროექტის ფარგლებში მოხდება ლომჭაბუკის სკვერისა და იქ არსებული საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია, განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა. საინფორმაციო ცენტრი, სატრენინგო და სუვენირების სარეალიზაციო სივრცე, 4 500 მეტრი სიგრძის ველობილიკი (ველო გაქირავების ადგილები), ველო პარკინგის 5 სივრცე, 4 საზოგადოებრივი საპირფარეშო." - აღნიშნავს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ნათია მდინარიძე.

პროექტის განხორციელება 2018 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები