ახალი ამბები
პატრონიანი ცხოველებისგან დაკბენილ-დადორბლილთა რიცხვი გორში 1630-ს აღწევს
გორის მუნიციპალიტეტში, 2017 წელს, ცხოველების მიერ დაკბენილ-დადორბლილ პირთა რაოდენობამ 1832-ს მიაღწია.

აქედან პატრონიანი ცხოველით - 1630.

აღნიშნული ინფორმაცია გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა წლიურ ანგარიშში შეიტანა. ცენტრის დირექტორის ცნობით, მოხეტიალე ცხოველით, 202 ადამიანი დაიკბინა და დაიდორბლა.

,,ყველა პირი შესაბამის მკურნალობას იტარებდა, ასევე, მიმდინარეობდა ცხოველებზე მეთვალყურეობა. ვაკვირდებოდით ძაღლისგან დაკბენის 694, ხოლო კატისგან 359 შემთხვევას“ - აღნიშნავს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა გიუნაშვილი.

ამავე ცენტრის ცნობით, წლის განმავლობაში, ცხოველებში ცოფის 66 შემთხვევა დაფიქსირდა, ადამიანებში - არც ერთი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები