ახალი ამბები
გორის საკრებულოს წევრი ,,ენმ"-დან სასწავლებლად საზღვარგარეთ მიდის
თეონა მაისურაძე გორის საკრებულოს ტოვებს. ამის შესახებ პარტიამ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განაცხადა. ბექა ქორჩილავას თქმით, თეონა მაისურაძე სასწავლებლად საზღვარგარეთ მიდის.

პარტიული სიის მიხედვით, საკრებულოს წევრი გიორგი ტურაშვილი გახდება, თუმცა, ოფიციალური განაცხადი საკრებულოს აპარატში ჯერ არ შესულა.

თეონა მაისურაძე დაიბადა 1995 წლის 22 მარტს, ცხინვალის რაიონ სოფელ ქურთაში. 2008 წლამდე ცხოვრობდა ცხინვალის რაიონის სოფ. აჩაბეთში.

,,2001-დან 2008 წლამდე ვსწავლობდი აჩაბეთის საჯარო სკოლაში, 2009 წელს სწავლა გავაგრძელე და დავასრულე ქალაქ გორის #5 საჯარო სკოლაში. 2013 წელს ჩავაბარე გორის უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე.

პროფესიით ვარ ფინანსიტ-ეკონომისტი. 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ივნისამდე ვმუშაობდი მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალში". 2016 წლის მარტიდან ვარ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის წევრი. საკრებულოში მე ვიმუშავებ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით." - აცხადებდა თეონა მაისურაძე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები