ახალი ამბები
გორში საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული ოფისი გაიხსნება
5 თებერვალს, გორში საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული ოფისი გაიხსნება.

საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული ოფისი, რომელიც სტალინის #25-ში განთავსდება, ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს ისარგებლონ სპეციალურად მათთვის დაგეგმილი ისეთი ტიპის უფასო სერვისებით, როგორიცაა იმიტირებული გამოცდები, სერტიფიცირებული ტრენინგები, საჯარო ლექციები, ოლიმპიადები, ღია კარის დღეები, მასტერკლასები, იურიდიული კონსულტაციები და ა.შ.

,,გორის გარდა კიდევ 6 ქალაქში იგეგმება საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული ოფისების გახსნა. ინოვაციაა და ჯერ არც ერთ უნივერსიტეტს არ ჰქონია მსგავსი ტიპის სერვისით მომსახურება რეგიონებში.“- ამბობს რეგიონული ფილიალის მენეჯერი სოფო თინიკაშვილი.

რეგიონული ოფისის გახსნას დაესწრება საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და გორის საჯარო სკოლების დირექტორები.


Print

სტატიის გამოყენების პირობები