ახალი ამბები
იმოგზაურე შიდა ქართლში - მოკლე გზამკვლევი
,,ბოლო 2 წლის დინამიკის მიხედვით შიდა ქართლის რეგიონში ტურისტებისა და ვიზიტორების ნაკადები საგრძნობლად არის გაზრდილი, რაც დადებითი ტენდენციაა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა დიდი ნაწილი  ვიზიტორია და ტურისტების რაოდენობას აღემატება." - აღნიშნულია შიდა ქართლის 2014-2021 წლების განვითარების სტრატეგიაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ მოამზადა.

დოკუმენტის მიხედვითტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობის მატების განმაპირობებელ ფაქტორთა შორის აღსანიშნავია რეგიონულ დონეზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები, ზოგადად ქვეყანაში კრიმინარული მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება მსოფლიოს წამყვან მედიაში და სხვ.





ამავე დროს, მთავრობის მიერ დაქირავებული სპეციალისტებისთვის თვალსაჩინოა შიდა ქართლის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობაც, კერძოდ შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში არ ფუნქციონირებს არცერთი კერძო ტურისტული სააგენტო.

-  დაბალია კოორდინაციის ხარისხი დედაქალაქში მოქმედ ტურისტულ სააგენტოებსა და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში არსებული ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს შორის.
- არ არსებობს ტურისტული ინფრასტრუქტურა
- ობიექტების დათვალიერებაზე დაწესებული ტარიფები
- ტურისტული ობიექტების დასუფთავების არასათანადო დასუფთავება

,,საჭიროა სწორი ტურისტული "ნიშების" პოვნა და კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების განვითარება და შეთავაზება. რეგიონში შესაძლებელია განვითარდეს, სამკურნალო ტურიზმი, ეკო-ტურიზმი, აგროტურიზმი, კულტურულ-შემეცნებითი ტურიზმი, აქტიური და ექსტრემალური ტურიზმი. ტურიზმის განვითარება თავის მხრივ შემოსავლების ზრდისა და მოსახლეობის დასაქმების ერთ-ერთი პირობაა. კერძოდ, ტურიზმისათვის აუცილებელი კვებისა და დასვენების ობიექტების-პუნქტების შექმნა, კერძო საოჯახო სასტუმროების შექმნა, კულტურულ ძეგლებთან ტურისტული ცენტრების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების საშუალებას წარმოადგენს და დამატებით სტიმულს შექმნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და გასაღებისათვის." - აღნიშნულია დოკუმენტში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები