ახალი ამბები
გორში დისკუსია თემაზე: "ჩაშვება" თუ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა" გაიმართება
3 თებერვალს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება დისკუსია, რომელსაც ორგანიზებას ,,გორის ახალგაზრდული იდეა" უწევს. შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდები ლანა ღოღობერიძის ფილმს ,,როცა აყვავდა ნუში" ნახავენ.

დისკუსია არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ თემებს მიეძღვნება, ასევე, ბოლო დროს გახშირებულ ძალადობრივ და კრიმინალურ ფაქტებს განიხილავენ.

,,2016 წელთან შედარებით 2017 წელს არასრუწლოვნების მიერ მკვლელობის ჩადენის ფაქტი 5-ჯერ გაიზარდა. ხშირ შემთხვევაში მათ შორის გავრცელებული მენტალიტეტის გამო, სხვა ახალგაზრდები დანაშაულის ჩამდენს ხელს აფარებენ და არ ეხმარებიან გამოძიებას." - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები