ახალი ამბები
გორის 22 საბავშვო ბაღში გათბობის პრობლემაა
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საწვავად კვლავ ,,ბრიკეტებს" (დაპრესილი ხის მასალა) გამოიყენებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბაღების მართვის სააგენტომ 2 თებერვალს მიიღო.

სააგენტოს ხელმძღვანელის, ლიანა კოვზიაშვილის მოთხოვნით, 22 საბავშვო ბაღში ბრიკეტების მარაგი ამოწურულია. ხოლო, იმის გამო, რომ საბავშვო ბაღებში რეორგანიზაცია 2018 წლის 23 იანვარს დასრულდა. ტენდერის გამოცხადდება ვერ მოესწო.

,,თებერვალში 22 საბავშო ბაღისთვის საჭიროა 10 ტონა ბრიკეტი. თუ არ გვექნება აღნიშნული საწვავი, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ჩაიშლება," - აღნიშნავს ლიანა კოვზიაშვილი.

ჯრ კიდევ 2017 წლის სექტემბერში, საბავშვო ბაღებში ,ბრიკეტების" შესყიდვაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა.

სააგენტოს მაშინდელ ხელმძღვანელობას მატერიალური განყოფილების უფროსმა კახაბერ გოგიაშვილმა აცნობა, რომ ,,ბრიკეტის" მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლები, ზამთრის სეზონზე, ხელშეკრულებაში გაპარული შეცდომის წყალობით, სარგებლობენ, კერძოდ:

,,იმის გამო, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში, მხოლოდ, ხის ნარჩენებისგან დამზადებული ბრიკეტი წერია, მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ საბავშვო ბაღებს მიაწოდონ წიწვოვანი ხის ნარჩენებისგან დამზადებული მასალა" - აღნიშნავდა გოგიაშვილი.

სხდომაზე განაცხადეს, რომ წიწვოვანი ხის ნარჩენების წვის შედეგად, ღუმელში სქელი ნადები რჩება. რის გამოც, საბავშვო ბაღების დამლაგებლებს ღუმელისა და მილების წმენდა, სისტემატიურად, უწევთ.

აღნიშნულ მოხსენებასთან დაკავშირებით, 2017 წლის სექტემბერში გადაწყვიტეს, რომ საბავშვო ბაღებისთვის წიწვოვანი ხის ნარჩენებისგან დამზადებული ,,ბრიკეტები" აღარ შეიძინონ. თუმცა, ეს გადაწყვეტილება 2018 წლის თებერვალში შეცვალეს.





Print

სტატიის გამოყენების პირობები