ახალი ამბები
მერეთი-გუგუტიანთკარის გზაზე დაგროვებულ ნაგავს ტრაქტორი მდინარეში ყრის
მდინარე ჭარებულა ყოველწლიურად ნაგვით ივსება. ეს ამბავი, ადგილობრივების თქმით, 20 წელია გრძელდება. საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ძირითადად მერეთი-კოშკა-არბო-გუგუტიათკარის გზაზე ყრიან.

თემის დამოუკიდებელი წარმომადგენელი საკრებულოში, მერაბ მახარაშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ ეს პროცესი მიმდინარე, 2018 წელს დასრულდება.

მისი თქმით, 5 თებერვალს ახალი გზის დაგების შესახებ, გორის მერია ტენდერს გამოაცხადებს. სამუშაოების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გზაც ნაგვისგან გაიწმინდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები