ახალი ამბები
აგროჟურნალისტიკის განვითარების მიზნით გორში შეხვედრა გაიმართება
საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია AGAJ, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებსა და აგრო სფეროს კომუნიკატორებთან, იწყებს რეგიონულ შეხვედრებს იწყებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციიდან აცნობეს. შეხვედრის მიზანია აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში, მედიის მდგარდობისა და ჟურნალისტთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა სფეროს მთავარ მოთამაშეებთან ერთად მათი აქტიური ჩართულობითა და კომუნიკაციით;

პირველი შეხვედრა 6 თებერვალს, ქალაქ გორში, 13.00 საათზე კომპანია „კარტლის აგროსისტემების“ გორის ფერმერთა ცენტრში გაიმართება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები