ახალი ამბები
სამშენებლო კომპანიის დირექტორი 2 მლნ ლარის ღირებულების ანგარიშ-ფაქტურის გამო დააკავეს
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთ - ერთი კომპანიის დირექტორი დააკავეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. პრეს-სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის თანახმად, ერთ-ერთ კომპანიას ვითომდა 2 მილიონი ლარის ღირებულების მომსახურება გაუწია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები