ახალი ამბები
გორში ,,პენსიონერთა კავშირის" ოფისი განთავსდება
,,საქართველოს პენსიონერთა კავშირის" ოფისი სამების ქუჩაზე განთავსდება. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიმართა.

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განმარტებით, აღნიშნულმა ორგანიზაციამ, შიდა ქართლის რეგიონში გარკვეული მუშაობა გასწია, თუმცა სამუშაოს სრულყოფილად შესრულებისთვის საჭიროა, რომ კომპანიას ქონდეს საოფისე ფართი ყოველდღიური მუშაობისთვის.

,,პენსიონერთა ყოველდღიური ცხოვრების გააქტიურება საზოგადოების საქმიანობაში მათი აქტიური მონაწილეობით, ზრუნვა და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა სპეციალობით და პროფესიული ნიშნით მათი დასაქმებისთვის. ჰუმანიტარული და შემოწირულობებით მიღებული მატერიალური თუ ფინანსური დახმარების გაწევა განსაკუთრებულად გაჭირვებული ოჯახებისთვის, უფასო იურიდიული და სამედიცინო კონსულტაციები და სხვა მრავალი." - აღნიშნულია ორგანიზაციის წესდებაში.

ფართი პენსიონერთა კავშირს უზურფუქტის წესით (უსასყიდლოდ) გადაეცემა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები