ახალი ამბები
გორში საქართველოს უნივერსიტეტის ოფისი გაიხსნა
საქართველოს უნივერსიტეტი თელავში, გორში, ქუთაისში, ლანჩხუთში, ბათუმში, ზუგდიდსა და ახალციხეში რეგიონულ ოფისებს ხსნის. ასეთი ოფისების გახსნა დღეს გორიდან დაიწყო.

აღნიშნულ ოფისებში საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მიიღოს სპეციალურად მათთვის დაგეგმილი ისეთი ტიპის უფასო სერვისები, როგორიცაა იმიტირებული გამოცდები, ტრენინგები, საჯარო ლექციები, ოლიმპიადები, ღია კარის დღეები, მასტერკლასები, იურიდიული კონსულტაციები და ა.შ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები