ახალი ამბები
გორში ლეგალურად ნახევარ მლრდ-ზე მეტი ლარი ბრუნავს
გორში, სადაც ნახევარ მლრდ ლარზე მეტი ბრუნავს, 9 398 მოქალაქეა დასაქმებული

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2017 წელს, შიდა ქართლში დასაქმებულთა რაოდენობა 16 977 იყო.

დასაქმებულებად ითვლებიან ის პირები, რომლებიც მუშაობენ კონკრეტულ საწარმოში (იგულისხმება მომუშავე მესაკუთრეებიც, რეგულარულად მომუშავე პარტნიორებიც და საოჯახო საწარმოთა არაანაზღაურებადი მუშაკებიც), აგრეთვე ის პირები, რომლებიც მუშაობენ ამ საწარმოს გარეთ, მაგრამ მიეკუთვნებიან მას და შესაბამისად ანაზღაურებასაც მისგან იღებენ (ე. ი. სავაჭრო წარმომადგენლები, მომწოდებლები, შეკეთების (სარემონტო) და საექსპლოატაციო ბრიგადები). - ასეთია სტატიტიკის სამსახურის განმარტება.

დასაქმებულთა შორის, შიდა ქართლში, გორი ლიდერობს, შემდეგ მოდის კასპის მუნიციპალიტეტი, ოდნავ ჩამორჩება ხაშური და საკმაოდ ჩამორჩება ქარელი. აქ მოსახლეობის რაოდენობაცაა გასათვალისწინებელი.

მოსახლეობა: შიდა ქართლი: 263 700-საიდანაც ქალაქად 105 300 ადამიანი, ხოლო სოფლად - 158 400 მოქალაქე ცხოვრობს.

რაც შეეხება ბრუნვას, რეგიონის მასშტაბით, 2016 წელს, ფულადმა ბრუნვამ 1 მლრდ 300 200 ლარი შეადგინა, აქედან, გორში, 561 მლნ ლარი იყო.




წყარო: სტატისტიკის ეროვნული სააგენტო

ფულადი ბრუნვა

წლის მიხედვით, მლნ.ლარი                                    2014             2015               2016

შიდა ქართლი

1017.5

1196.3

1300.2

 

გორის მუნიციპალიტეტი

426.6

537.5

561.0

 

კასპის მუნიციპალიტეტი

279.2

299.8

327.8

 

ქარელის მუნიციპალიტეტი

146.1

168.6

187.3

 

ხაშურის მუნიციპალიტეტი

165.5

190.4

224.1

 



წლის მიხედვით, ათასი კაცი                                       2015          2016           2017

დასაქმებული

შიდა ქართლი

15 287

16 844

16 977

 

გორის მუნიციპალიტეტი

8411

8970

9398

 

კასპის მუნიციპალიტეტი

3148

2909

2882

 

ქარელის მუნიციპალიტეტი

1332

1976

1886

 

ხაშურის მუნიციპალიტეტი

2396

2990

2811

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები